როგორ მოვუწყოთ რჩეულს იდეალური ვალენტინობა?

თე­ბერ­ვლის დად­გო­მას­თან ერ­თად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გუ­ლე­ბი უფრო სწრა­ფად, გა­მა­ლე­ბით იწყე­ბენ ცე­მას. რა გა­საკ­ვი­რია, თე­ბერ­ვალ­ში ხომ მთე­ლი მსოფ­ლიო სიყ­ვა­რუ­ლის, შეყ­ვა­რე­ბის, ბედ­ნი­ე­რე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს.

და მარ­თლაც, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს სიყ­ვა­რუ­ლი­სად­მი მი­ძღვნილ დღე­ზე უკე­თე­სი?

ჩვენც ვი­წყებთ ჩვე­ნი რჩე­უ­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რებ­ზე ფიქ­რს, ან სა­ერ­თოდ სრუ­ლი დღის და­გეგ­მა­რე­ბას, სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბას და ა.შ.

მო­დით მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და იდე­ა­ლუ­რად და­გეგ­მი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის დღე?

ვფიქ­რობ იდე­ა­ლუ­რი დილა გემ­რი­ე­ლი სა­უზ­მით, ყვა­ვი­ლე­ბის ან/და ბუშ­ტე­ბის ჩუ­ქე­ბით, ბევ­რი ღი­მი­ლით და პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გი­ის გა­ზი­ა­რე­ბით უნდა და­ვი­წყოთ.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ვიძ­ლია ქა­ლაქ­ში სე­ირ­ნო­ბით დავ­ტკბეთ და ჩვენ­თვის ნაც­ნობ და საყ­ვა­რელ ად­გი­ლებს მი­ვა­კი­თხოთ, იქ­ნე­ბა ეს მუ­ზე­უ­მი, გა­მო­ფე­ნა, პარ­კი, ლი­სის ან კუს ტბა, ან თუნ­დაც საყ­ვა­რე­ლი ქუჩა, რაც მთა­ვა­რია არ უნდა და­ვი­შუ­როთ და არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო კომ­პი­ლი­მენ­ტი, რა თქმა უნდა ეს ორი­ვეს მხა­რეს ეხე­ბა.

შე­გიძ­ლი­ათ ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბი­თაც გა­მო­ი­ჩი­ნოთ თავი და რჩე­ულს ლექ­სი ან თუ რო­მე­ლი­მე ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავთ, სიმ­ღე­რაც კი მი­უ­ძღვნათ. შე­საძ­ლოა ისე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა რაც ერ­თად არას­დროს გა­გი­კე­თე­ბი­ათ, მა­გა­ლი­თად ისე­ირ­ნოთ ვე­ლო­სი­პე­დით, წახ­ვი­დეთ ოპე­რა­ში ან სა­ფეხ­ბურ­თო მატჩზე, აჩუ­ქეთ ერ­თმა­ნეთს ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი.

ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ მთე­ლი დღე ისე და­გეგ­მოთ და გა­ა­ტა­როთ რო­გორც ერთ-ერთი თქვე­ნი ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო დღე, ან კვლავ მო­ახ­დი­ნოთ გაც­ნო­ბის იმი­ტა­ცია, და თით­ქოს თა­ვი­დან იწყებ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბას ისე ეკონ­ტაქ­ტოთ ერ­თმა­ნეთს. ყო­ვე­ლი­ვე ეს ძა­ლი­ან ახა­ლი­სებს ურ­თი­ერ­თო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ღა­მოს გა­ტა­რე­ბას, აქ რა თქმა უნდა ყვე­ლა­ფე­რი უფრო დახ­ვე­წი­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნდა იყოს. შე­გიძ­ლი­ათ მო­ა­წყოთ და­უ­ვი­წყა­რი ვახ­შა­მი და სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ეს რო­მე­ლი­მე ძვი­რა­დღი­რე­ბულ ბარ­სა თუ რეს­ტო­რან­ში და­გეგ­მოთ, გემ­რი­ე­ლი ვახ­შმის მომ­ზა­დე­ბა სახ­ლშიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, საყ­ვა­რე­ლი ფილ­მის ან მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დის კონ­ცერ­ტის თან­ხლე­ბით.

ეს დღე რომ კი­დევ უფრო მე­ტად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გახ­დეს და­უ­ვი­წყა­რი სა­ჩუქ­რის გა­კე­თე­ბაც არ იქ­ნე­ბა ური­გო. რო­დე­საც სა­უ­ბა­რი გან­სა­კუთ­რე­ბულ საჩ­ქარ­ზეა სულ რამ­დე­ნი­მე ბრენ­დი მახ­სე­ნე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი პირ­ვე­ლი, რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი Franco Fontana გა­მახ­სენ­და. დახ­ვე­წი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ით გა­მორ­ჩე­ულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მუ­დამ მზად არი­ან გა­ა­ხა­რონ თა­ვი­ან­თი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი რო­გორც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბით ასე­ვე ყვე­ლა­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი ფა­სე­ბით. თან მერ­წმუ­ნეთ სამ­კა­უ­ლი, იქ­ნე­ბა ეს ყელ­სა­ბა­მი, სა­მა­ჯუ­რი, სა­ყუ­რე, ბე­ჭე­დი თუ სხვა, არას­დროს არის ზედ­მე­ტი! ამ ყვე­ლა­ფერს კი Franco Fontana-ზე უკე­თე­სად ვერ­სად შე­არ­ჩევთ.

ვფიქ­რობ საკ­მა­ოდ კარ­გი დღის გეგ­მა გა­მო­ვი­და. გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი რჩე­ვე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი, რო­გორ გა­ა­ტა­რებ­დით იდე­ა­ლურ ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს?

და გახ­სოვ­დეთ, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა არას­დროს არის ზედ­მე­ტი, ამი­ტომ ნუ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბით მხო­ლოდ 14 თე­ბერ­ვლით და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც ნუ და­ი­შუ­რებთ სიყ­ვა­რულ­სა და სით­ბოს გა­მო­ხატ­ვას. წარ­მა­ტე­ბე­ბი!